რეკლამა
loading...
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

რეკორდული თანხა ჩაკვეტაძის სანაცვლოდ. ქართველთან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა
კატალონიის "ბარსელონა" რომ გიორგი ჩაკვეტაძეს აკვირდება, ეს ამბავი არახალია. როგორც ჩანს, ესპანელებმა უკვე მოქმედებაზე დაიწყეს გადასვლა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" მზადაა 19 წლის ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 21 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც ცნობილია, გიორგის კატალონიური გრანდის გარდა ასევე "ბაიერნი", "ტოტენჰემი", "ბორნმუთი" და დონეცკის "შახტარიც" აკვირდებიან, შესაბამისად, ესპანელებს ახალგაზრდა ტალანტის ხელიდან გაშვება არ სურთ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსას" სკაუტები ერთა ლიგის მე-5 ტურის მატჩს ესწრებოდნენ, სადაც ჩაკვეტაძის თამაშს დააკვირდნენ ანდორის ნაკრების წინააღმდეგ.
скачать dle 12.1

წყარო: footballnews.ge

loading...
დაემატა: 25-11-2018, 22:29
ავტორი: admin
კატეგორია: საქართველო
დააფიქსირეთ თქვენი აზრი