რეკლამა
loading...
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

ლაშა ტალახაძე: "ქვეყნის სიყვარულში ეჭვის შეტანა, დამამცირებელია"
ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.

ბოლო პერიოდში, მსოფლიო ჩემპიონის კრიტიკა ისმოდა, რადგან მან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მიიღო მონაწილეობა.

ძალოსანმა ამ ფაქტსაც ირიბად გაუსვა ხაზი.

"ჩემო ძვირფასო და ერთგულო გულშემატკივარო, მადლობა თანადგომისთვის, ჩემი წარმატებისა და სიხარულის გაზიარებისთვის. თქვენი ყოველი კეთილი სიტყვა მაძლიერებს და ვგრძნობ მეტ პასუხისმგებლობას ჩემი საქართველოს წინაშე.

სიტყვას დიდი ძალა აქვს. ჩემს თავზე გამოვცადე კარგიც და მძიმედ მოსასმენი შეფასებები. სპორტში მეტოქის პატივისცემა მნიშვნელოვანია, ჩაგვრა მიუღებელია და ეს პრინციპებია, რითაც ვცხოვრობ. 

შეურაცხყოფა, ძალადობა, ქვეყნის სიყვარულში უსაფუძვლოდ ეჭვის შეტანა მიუღებელი და დამამცირებელია. ყოველთვის ვიდგები სიკეთის და სიყვარულის მხარეს. 

თქვენი სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა ჩემთვის. ჩემი ყოველი გამარჯვება გეძღვნებათ თქვენ და ჩემ საქართველოს", - წერს ტალახაძე.


скачать dle 12.1

წყარო: goal.ge

loading...
დაემატა: 14-11-2018, 20:51
ავტორი: admin
კატეგორია: ახალი ამბები / საქართველო
დააფიქსირეთ თქვენი აზრი