რეკლამა
loading...
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

კუადრადო: "ის ურთიერთობაში უბრალო, ხოლო მოედანზე დიდებულია"
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ თანაგუნდელ, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუსა  და მასთან ერთად თამაშის შესახებისაუბრა.

"ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია. რონალდუ განსაკუთრებული მოთამაშეა. ყოველდღიურად მისგან რაღაც ახალს ვსწავლობ. როდესაც მის გვერდით ხარ, გამარჯვების წყურვილი გაცილებით მეტია".

"ის ძალიან უბრალო ბიჭია პირად ურთიერთობებში, მაგრამ ფეხბურთში დიდებულია. წარმატებებს მან ძალიან დიდი შრომისმოყვარეობის წყალობით მიაღწია, რასაც ყოველ დღე ვხედავთ. ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯება და ვარჯიშის შემდეგაც, როცა ყველანი მივდივართ, ის იქ რჩება და საკუთარ თავზე მუშაობას განაგრძობს".

"გუნდის სამომავლო მიზნები? - ახლა ვცდილობთ, რომ მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, რადგან წინ კიდევ ბევრი მატჩია. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიმოქმედოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოთმინება შედეგის მომტანი აღმოჩნდება".

"მარტში იუვენტუსი კვლავ ყველა ტურნირის მოსაგებად იბრძოლებს. ჩვენ ასე გვსურს. ამასთან, მომდევნო წელს კოლუმბიის ნაკრებში ვითამაშებ. თავის გამოსაჩენად ეს კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა", - ციტირებს კუადრადოს Marca.
скачать dle 12.1

წყარო: footballnews.ge

loading...
დაემატა: 19-11-2018, 23:38
ავტორი: admin
კატეგორია: იუვენტუსი
დააფიქსირეთ თქვენი აზრი