რეკლამა
loading...
სატურნირო ცხრილი
შემოგვიერთდით

სკალონი: "მესი თავის ჩანაფიქრებს არ მიმჟღავნებს"
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ მედიასთან  ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, მესი "ალბისელესტეს" დაუბრუნდება. თუმცა, სკალონიმ არ იცის, ეს როდის მოხდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ლეოსთან ხშირად ვსაუბრობ,არ მისაუბრია იმის შესახებ ითამაშებს თუ არა კოპა ამერიკაზე. ვსაუბრობთ ფეხბურთზე და გუნდზე, მაგრამ არა მომავალზე და მის ჩანაფიქრებზე. თუმცა, ვფიქრობ, მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდება", - აღნიშნა სკალონიმ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის "ალბისელესტეს" რიგებში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არ უთამაშია და დროებით ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა. მაგრამ ისიც უცნობია, კონკრეტულად როდის და საერთოდ  დაუბრუნდება თუ არა  არგენტინას.
скачать dle 12.1

წყარო: footballnews.ge

loading...
დაემატა: 17-11-2018, 23:31
ავტორი: admin
კატეგორია: ბარსელონა
დააფიქსირეთ თქვენი აზრი